ახალი ამბები მთავარი სამართალი

კიევის სააპელაციო სასამართლომ სააკაშვილის საქმის განხილვა კიდევ ერთხელ გადადო

კიევის სააპელაციო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა კიდევ ერთხელ გადადო. პროცესი დღეს უნდა გამართულიყო და მიხეილ სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შესახებ ემსჯელა.

შეგახსენებთ, რომ კიევის პეჩორის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, რომელმაც არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და არ მიუსაჯა უკრაინული ოპოზიციის ლიდერს შინა პატიმრობა, პროკურატურამ ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

იტვირთბა....