ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

Human rights watch-მა 2018 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს შესახებაც არის საუბარი

Human rights watch-მა 2018 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში აფასებს გასულ წელს ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ პრაქტიკას 90-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში.

საქართველოზე Human rights watch-ის ანგარიშში ნათქვამია, რომ 2017 წელს მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ დაჩქარებული ტემპით, ფართო პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევის გარეშე განახორციელა საკონსტიტუციო რეფორმა, რომლითაც უნდა დასრულებულიყო ქვეყნის საპარლამენტო მმართველობის სისტემაზე გადასვლა.

Human rights watch-ის დოკუმენტში ასევე საუბარია, ნარკომომხმარებლების მიმართ დასჯაზე ორიენტრებული  ნარკოპოლიტიკის გატარებაზეც.

”შეშფოთებას იწვევდა მდგომარეობა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის, შრომის უფლებების, მედიის თავისუფლების და ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი (ლგბტ) ადამიანების უფლებების დაცვის კუთხით”, – აღნიშნულია ანგარიშში.

აღნიშნულ ანგარიშს საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობა ავრცელებს.

იტვირთბა....