ახალი ამბები მთავარი სამართალი

“შვილი განზრახ მომიკლეს”: ჯარისკაცის დედა საგუშაგოს უფროსის დასჯას ითხოვს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, მუჟავა-ლეკუხონას ადმინისტრაციული საზღვრის სიახლოვეს დაღუპული ჯარისკაცის, 19 წლის ბექარუსიას საქმეზე ბრალდებული დავით ჯალაღანია თავს დამნაშავედ მიიჩნევს. ამის შესახებ ზუგდიდის სასამართლოში განაცხადა, სადაც წინასასამართლო სხდომა გაიმართა.

ჯალაღანიას სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას ედავებიან.

მოსამართლე ნატრული აკობიამ არგაითვალისწინა ბრალდებულის ადვოკატის შუამდგომლობა, რომელიც დაკავებულისთვის 10 ათასი ლარის ოდენობის გირაოს დაკისრებას ითხოვდა. გარდაცვლილის დედა იზა რუსია დარწუნებულია, რომ მისი შვილი მიზანმიმართულად მოკლეს.

ოჯახი ამტკიცებს, რომ ახალგაზრდა გაცილებით მძიმე დანაშაულის დაფარვის გამო მოკლეს.

გარდაცვლილის დედა საგუშაგოს უფროსის, ალექსანდრე კვიჟინაძის დაკავებას ითხოვს, რადგან მისი თქმით, იარაღი, საიდანაც გასროლა განხორციელდა, სწორედ მასეკუთვნის.

ოფიციალური ინფორმაციით, 19 წლის წვევამდელ ბექა რუსიას ასევე წვევამდელმა შემთხვევით ესროლა. შემთხვევა 26 ოქტომბერს აფხაზეთის საოკუპაციო ზოლთან ახლოს, სოფელ მუჟავაში შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ტერიტორიაზე  მოხდა.

წყარო: “ნიუპოსტი”

იტვირთბა....