ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კობახიძე NDI-ზე: გვირჩევნია საკუთარ შიდა კვლევებს დავეყრდნოთ

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ NDI-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგები შეაფასა. მისი თქმით, მმართველ გუნდში ძირითადად, შიდა კვლევებს ენდობიან.

„როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ თავს ვიკავებთ ხოლმე NDI-ის მიერ მოწოდებული კვლევების კომენტირებისგან. ჩვენ გვაქვს საკუთარი შიდა კვლევები და ეს კვლევები გვაძლევს იმის საშუალებას, რომ გავაკეთოთ სწორი პროგნოზები, როგორც არჩვენების კუთხით, ასევე სხვა მიმართულებით“, – განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, ემთხვევა თუ არა მმართველი გუნდის შიდა კვლევის შედეგები NDI-ის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს, ირაკლი კობახიძე პასუხობს, რომ დროის ამ მონაკვეთში მათ შიდა კვლევა არ ჩაუტარებიათ.

შეგახსენებთ, რომ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, კითხვაზე, რომელი პარტია დგას ჩვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, პასუხები ასე გადანაწილდა:

”ქართული ოცნება”– 31%,
არც ერთი პარტია – 30%,
უარი პასუხზე – 12%,
”ნაციონალური მოძრაობა”- 10%,
არ ვიცი – 5%,
”ევროპული საქართველო”- 4%,
”პატრიოტთა ალიანსი”- 3%,
სხვა – 1%.

NDI-მ და CRRC–საქართველომ მედიას 2017 წლის დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები წარუდგინა. კვლევის საველე სამუშაოები 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა. გამოიკითხა 2,298 პირი.

იტვირთბა....