„ქართული ოცნების“ წევრი ლევან კობერიძე „მეტრონომთან საუბრისას ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებულ კვლევას აფასებს, რომლის თანახმადაც მმართველ გუნდს 31%-იანი რეიტინგი აქვს და მეორე ადგილზე მყოფ „ნაციონალურ მოძრაობას“ 21%-ით უსწრებს.
„პირველი ამ კვლევასთნ დაკავშირებით რაც მინდა გითხრათ კვლევის მიხედვით, საზოგადოებას საკმაოდ სტაბილური დამოკიდებულება აქვს „ქართულ ოცნების“ მიმართ და ვფიქრობ, რომ ეს რეიტინგი მმართველი გუნდისთვის საკმაოდ კარგი შედეგია, რომელიც წლებია უკვე ხელისუფლებაშია. გარდა ამისა, არის 24% ვინც არ იცის ვის მისცეს ხმა და 12%, რომელიც ჩამოუყალიბებელია, ეს ნიშნავს, რომ მოსხლეობის ნაწილის სიაახლისთვის მზადაა. ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ხელისუფლებასთან ვაჭრობით იყვნენ დაკავებულები და არა მოსახლეობასთან მუშაობაში, რეალურად მოსახლეობის ყურადღების ველიდან გავიდნენ და საზოგადოებაში გარკვეული სიახლის მზაობაა, ეს სწორედ მმართველი გუნდის დამსახურებაა და ძალიან ბევრ პოზიტივს ვხედავ ამ მონაცემებში, როგორც „ოცნებისთვის“, ასევე ჯანსაღი პოლიტიკური ძალებისთვის“, – განაცხადა კობერიძემ.
შეგახსენებთ, რომ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, კითხვაზე, რომელი პარტია დგას ჩვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, პასუხები ასე გადანაწილდა:
”ქართული ოცნება”– 31%,
არც ერთი პარტია – 30%,
უარი პასუხზე – 12%,
”ნაციონალური მოძრაობა”- 10%,
არ ვიცი – 5%,
”ევროპული საქართველო”- 4%,
”პატრიოტთა ალიანსი”- 3%,
სხვა – 1%.
NDI-მ და CRRC–საქართველომ მედიას 2017 წლის დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები წარუდგინა. კვლევის საველე სამუშაოები 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა. გამოიკითხა 2,298 პირი.