ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 80 % კაცებსა და ქალებს შორის თანასწორობას დადებითად უყურებს. 16%-ს თანასწორობის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება აქვს, ხოლო 4% პასუხობს, რომ არ იცის.
გენდერულ თანასწორობას დადებითად აღიქვამს გამოკითხულთა 67%, უარყოფითად 23%, ხოლო 9%-მა გენდერული თანასწორობის შესახებ კითხვაზე უპასუხა, რომ არ იცის.
ფემინიზმს დადებითად აფასებს გამოკითხულთა 26 %, უარყოფითად- 34% , ხოლო 39%-მა – არ იცის.
NDI-მ და CRRC–საქართველომ მედიას 2017 წლის დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები წარუდგინა. კვლევის საველე სამუშაოები 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა. გამოიკითხა 2,298 პირი.