ახალი ამბები მთავარი სამართალი

კორნელი კაკაჩია: „დღეს თუ „ბასიანის“ საქმეზე რეაგირება არ მოხდა, შესაძლოა, გაუთვალისწინებელი შედეგები დადგეს“

ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში კორნელი კაკაჩია „მეტრონომთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ხელისუფლება და პოლიტიკური ელიტა ყურადღებით უნდა მოეკიდოს მოსამართლეების დანიშვნის საკითხს.

„ეს იმ პრობლემის ნაწილია, რომელზეც საზოგადოება, ექსპერტები, არასამთვრობო ორგანიზაციები და ა.შ. დიდი ხანია წუხან. ბოლო 25 წლის განმავლობაში სასამართლო ვერ ჩამოყალიბდა როგორც დამოუკიდებელი ინსტიტუტი და ის გარემო გავლენებისგან ვერ გათვისუფლდა და მათ შორის, ავტორიტეტებისა და ფორმალური და არაფორმალური პოლიტიკური ზემოქმედებისგან. რაც მთვარია, ხშირად სასამართლოს აგდაწყვეტილებები ვერ უძლებს კრიტიკას. თუნდაც „ბასიანის“ საქმის გადაწყვეტილება რომ ავიღოთ. რამდენი მსგავსი შემთხვევა შეიძლება მოხდეს რეგიონში და თუ ნაკლებად მნიშვნელოვანი ადამიანია, შესაძლოა, ფაქტი არც გახმაურდეს. სასამართლო არის ერთ-ერთი მოწყვლადი ინსტიტუტი და საზოგადოების აქილევსის ქუსლი და ამ კუთხით, სერიოზული სამუშაოებია ჩასატარებელი. ხელისუფლება და პოლიტიკური ელიტა უფრო მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს თითოეული მოსამართლის დანიშვნას. იმიტომ, რომ ამის უკან კონკრეტული ადამიანების ბედი დგას. მოსამართლეები უნდა იყვნენ დამოუკიდებლები და შეძლონ მიუკერძოებელი გადაწყვეტილების მიღება. საზოგადოებამ და სახელმწიფომ ამ საქმეზე სოლიდარობა გამოიჩინეს. შსს-ს პოზიციაც ცნობილია, რომ ისინი პოლიციელის ღირსებას დაიცავენ. დღეს თუ „ბასიანის“ საქმეზე რეაგირება არ მოხდა და  დამნაშავე დაუსჯელი დარჩა, ამას ჯაჭვური რეაქცია მოყვება. ამ ყველაფერმა კი, შესაძლოა, საზოგადოებისთვის და ხელისუფლებისთვის გაუთვალისწინებელი შედეგები მოიტანოს. აქედან გამომდინარე, არ შეიძლება ასეთი ინდივიდუალური ფაქტების მიჩუმათება“, – აცხადებს კაკაჩია.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, კლუბ “ბასიანში” 13 იანვარს, დაცვის ორი თანამშრომელი და დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მე-4 განყოფილების უფროსის მოადგილე დაჭრეს.

როგორც ირკვევა, ბრალდებული, რომელიც სასამართლომ 30 000 ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა, 27 წლის თამაზ ქვლივიძეა, რომელიც ბიზნესმენ პაატა ქვლივიძის შვილია.

 

იტვირთბა....