გალში ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების ფარგლებში მორიგი შეხვედრა იმართება.
შეხვედრაზე ქართული მხარე გიგა ოთხოზორიას მკვლელის გადმოცემის საკითხზე ისაუბრებს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ კახაბერ ქემოკლიძემ განაცხადა, რომ შეხვედრის მონაწილეებს უნდა შეახსენონ, რომ საქმე უნდა გაგრძელდეს, მკვლელი უნდა იქნას დაკავებული და შესაბამისად, ქართული კანონმდებლობით გასამართლებული.
“ამ მხრივ მოგეხსენებათ, დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან საკითხს ლოგიკური გაგრძელება არ მოჰყოლია და ჩვენ აუცილებლად რუსეთის წარმომადგენლებს, დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს, ისევე როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან შეხვედრაზე მონაწილეებს, უნდა შევახსენოთ, რომ აუცილებელია ამ საქმის გაგრძელება, რათა მკვლელი იქნას დაკავებული და მოგვიანებით გასამართლებული ქართული კანონმდებლობით,” – განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ კახაბერ ქემოკლიძემ.
შეხვედრაზე განხილული იქნება ასევე ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი და ბინადრობის მოწმობებთან დაკავშირებული საკითხები.