სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილის ინფორმაციით, მიმდინარე წელს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლისთვის 50 მილიონამდე ლარია გამოყოფილი, ღონისძიებები კი სამ ეტაპად განხორციელდება. საბიუჯეტო დაფინანსებასთან ერთად ფაროსანასთან ბრძოლაში დონორი ორგანიზაციების დაფინანსებაც არის გათვალისწინებული.
“პირველი ეტაპი არის მასიური და საყოველთაო მონიტორინგი მთლიანად საქართველოში ფერომონების მეშვეობით. განთავსდება 100 000-ზე მეტი ფერომონი და იქნება პრაქტიკულად ყოველკვირეული მონიტორინგი, რის მეშვეობითაც გვეცოდინება, სად და როგორ ვრცელდება აზიური ფაროსანა. მეორე ძირითადი პოსტულატი არის, რომ ფერმერები თვითონ დაამუშავებენ თავიანთ ნაკვეთებს და სახელმწიფოსგან ისინი მიიღებენ დამუშავებისთვის საჭირო რეკომენდაციებს, როდის და რა ნაბიჯები უნდა გადადგან.
მესამე მნიშვნელოვანი ნაწილია სახელმწიფო, რომელიც აძლიერებს ავტოპარკს – 2012 წელს გვყავდა მხოლოდ 12 ერთეული მანქანა და 2018 წელს გვეყოლება დაახლოებით 152 ერთეული საშუალება. ამ საშუალებებით ჩვენ დავამუშავებთ მილიონ ჰექტრამდე საჯარო სივრცეს და ეს არის ის ადგილები, რომლებიც არ არის ვინმეს საკუთრება, მაგრამ ამ ადგილების დამუშავება არის აუცილებელი. მიმდინარე ღონისძიებები როგორც ფერმერების, ისე სახელმწიფოს მხრიდან განხორციელდება გარემოს დაცვის ღონისძიებების უმკაცრესი დაცვით.
რაც შეეხება ბიუჯეტის განკარგვას, დაახლოებით 50 მლნ ლარით მოხდება შესაწამლი ტექნიკის შესყიდვა, მოხდება წამლის შეძენა და ასევე საწვავის შეძენა, მომსახურე პერსონალის დქირავება და ა.შ”- აცხადებს ხანიშვილი.
მისი თქით, შესაძლოა დაიწყოს მოკვლევა ბიოლოგიური მტრის შემოყვანის მიმართულებით.