ახალი ამბები მთავარი სამართალი

გორში საბავშვო ბაღი გაძარცვეს

გორის N1 საბავშვო ბაღში დღეს სამუშაო პროცესი ჩაიშალა. მიზეზი ბაღის გაქურდვა გახდა. ბაღში მისულ თანამშრომლებს დილით შენობა გაქურდული დახვდათ. თანამშრომელთა განცხადებით, წაღებულია ორი კომპიუტერი და ტელევიზორი.

არსებული ინფორმაციით, საბავშვო ბაღში დარაჯი არ იმყოფებოდა და დამნაშავეები შენობაში ფანჯრიდან შევიდნენ. ადგილზე ამ დროისათვის სამართალდამცველები მუშაობენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში “მეტრონომს” განუცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით ქურდობის მუხლით არის აღძრული, რაც 3-დან 5 წლამდე პატიმრობის აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

იტვირთბა....