ახალი ამბები მთავარი სამართალი

დაბა ოჩხამურის მკვიდრი: მძღოლი, რომელმაც სამი წლის ბავშვი იმსხვერპლა მთვრალი იყო

14 იანვარს დაბა ოჩხამურში მომხდარი ავარიის დეტალებს ადგილობრივი როინ გოგიტიძე „კვირის პალიტრასთან“ საუბრისაას იხსენებს. მისი განცხადებით, დაღუპული ბავშვის მშობლები და მძღოლი ერთად იზრდებოდნენ, ხოლო მას შემდეგაც რაც მან ბავშვის გარდაცვალების შესახებ შეიტყო, საკუთარი ფეხით წავიდა პოლიციაში.

„მირზა ასამბაძესა და ნატო გოგოხიას 11 წელი არ ყავდათ შვილი და ნანატრი ბავშვი,  წამებში გამოეცალათ ხელიდან. დედის მდგომარეობაც უმძიმესია, თავი დაუზიანდა და რამდენი ადგილას გადაუტყდა ძვალი. მძღოლიც ოჩხამურელი – თემურ ბერუკოვი გახლავთ. როგორც გაირკვა მთვრალი იყო, ოჩხამურში 9-მეტრიანი ტრასა გადის და ძალიან მთვრალი რომ არ ყოფილიყო, როგორ მოახერხებდა, ასეთ ტრასას ასცდენოდა და დედა-შვილის დასაჯახებლად საბავშვო ბაღში შევარდნილიყო!“.

შეგახსენებთ, რომ ქობულეთში, დაბა ოჩხამურში გუშინ მომხდარ ავარიას სამი წლის ბავშვი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, შს სამინისტრომ საგზაო მოძრაობის წესების დამრღვევი მძღოლის ვინაობა უკვე დაადგინა.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს 276 მუხლის მე-5 ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ითვალისწინებს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

იტვირთბა....