ახალი ამბები მთავარი სამართალი

პოლიციამ ჯგუფ The Cranberries-ის სოლისტის გარდაცვალებაში საეჭვო გარემოებები ვერ აღმოაჩინა

ლონდონის პოლიციამ ჯგუფ The Cranberries-ის სოლისტის დოლორეს ო’რიორდანის გარდაცვალებაში საეჭვო გარემოებები ვერ აღმოაჩინა.

ირლანდიელი მომღერელის გარდაცვალების შესახებ მომზადებულ ანგარიშს საკორონერო სამსახურს გადასცემენ, რომელმაც დოლორეს ო’რიორდანის გარდაცვალების მიზეზი უნდა დაადგინოს.

ცნობისთვის, 46 წლის ო’რიორდანის ცხედარი ლონდონის ერთ-ერთ სასტუმროში გუშინ აღმოაჩინეს.

დოლორეს ო’რიორდანი The Cranberries-ს 1990 წელს შეურთდა და ის ჯგუფის ვოკალისტი და სახე გახდა. 2003 წლიდან კი მან სოლო კარიერა დაიწყო.

იტვირთბა....