ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გიგი წერეთელი: „უნდა შევებრძოლოთ იმ პროპაგანდას, რომელშიც რუსეთი ძალიან დიდ რესურსს ხარჯავს“

„ევროპული საქართველოს“ წევრი გიგი წერეთელი „მეტრონომთან“ საუბრისას ეროვნულ-დამოკრატიული ცეტრის (NDI) კვლევას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ  მაქსიმალურად კარგად უნდა იყოს წარმოჩენილი ის სიკეთეები, რომლებიც ევროპისა დაამერიკისგან მომდინარეობს, სხვადასხვა პროგრამები,უსაფრთხოება, უვიზო მიმოსვლა და ა.შ., რათა კიდევ უფრო არ გაიზარდოს ევრაზიულ კავშირში შესვლის მსურველთა რაოდენობა.

„საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისა და საბოლოოდ ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებებიდან გამომდინარე, პლიუს ნატოს წევრობის სურვილიდან გამომდინარე, სასურველია, ამ საკითხებს მაღალი საზოგადოებრივი მხარდაჭერა ქონდეს. მე ვერ ვიტყვი, რომ კვლევამ რაიმე საგანგაშო ციფრი აჩვენა, მაგრამ ამავდროულად, საზოგადოების პრორუსული ნაწილის ზრდის ტენდენციაც არის და სწორედ ამიტომ არის გამოწვეული ევრაზიული კავშირიში გაწევრიანების მსურველთა რაოდენობის ზრდა. ხელისუფლებამ ამ თემაზე ძალიან სერიოზულად უნდა იმუშაოს. ამის შესახებ ოპოზიციისა და საერთაშორისო საზოგადოების წარმოამდგენლებმა არაერთხელ ვისაუბრეთ. მაქსიმალურად კარგად უნდა იყოს წარმოჩენილი ის სიკეთეები, რომლებიც ევროპისა დაამერიკისგან მომდინარეობს, სხვადასხვა პროგრამები,უსაფრთხოება, უვიზო მიმოსვლა და ა.შ. ამავდროულად, უნდა შევებრძოლოთ იმ პროპაგანდას, რომელშიც რუსეთი ძალიან დიდ რესურსს ხარჯავს“.

შეგახსენებთ, რომ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევა გამოქვეყნდა, რომლის თანახმადაც, გამოკითხულთა 29% ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების მომხრეა.

გამოკითხულთა 60% მომხრეა საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, 8% არც ერთ მოსაზრებას არ იზიარებს, ხოლო 3%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის საველე სამუშაოები 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

კვლევის შედეგების ცდომილების ზღვარი +/- 1.9%-ია.

იტვირთბა....