საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი „მეტრონომთან“ საუბრისას ეროვნულ-დამოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევას შეეხო და აღნიშნა, რომ როდესაც გამოკითხულთა 2/3-ზე მეტი ევროკავშირის, ხოლო 1/3-ზე ნაკლები ევრაზიული კავშირის მომხრეა, ეს საზოგადოების სიჯანსაღეს აჩვენებს.
„ამ ტიპის შედეგები, როდესაც გამოკითხულთა 2/3-ზე მეტი ევროკავშირის, ხოლო 1/3-ზე ნაკლები ევრაზიული კავშირის მომხრეა, ჩვენი საზოგადოების სიჟანსაღეს აჩვენებს. როდესაც საზოგადოებაში არსებობს ერთი არჩევანის მომხრე და მეორე არჩევანის მომხრე ადამიანები და ეს არის სწორედ საზოგადოების სიჟანსაღე. პირიქით რომ იყოს ეს ციფრები, მაშინ იქნებოდა საგანგაშო“.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევა გამოქვეყნდა, რომლის თანახმადაც, გამოკითხულთა 29% ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების მომხრეა.
გამოკითხულთა 60% მომხრეა საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, 8% არც ერთ მოსაზრებას არ იზიარებს, ხოლო 3%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის საველე სამუშაოები 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.
კვლევის შედეგების ცდომილების ზღვარი +/- 1.9%-ია.