ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

„მერის მოადგილეები დღეს უფრო ნაკლებ ხელფასს იღებენ, ვიდრე თქვენი მმართველობის დროს”

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ მერიის მაღალჩინოსნებისთვის ხელფასების გაზრდასთან დაკავშირებით ოპოზიცია ცრუობს. მისი თქმით, მათი ანაზღაურება არ იზრდება, არამედ ერთიანდება ხელფასი და დანამატი.

„მერის მოადგილეები დღეს უფრო ნაკლებ ხელფასს იღებენ, ვიდრე თქვენი მმართველობის დროს, ასე რომ ჩემი თხოვნა იქნება, საზოგადოებას შეცდომაში ნუ შეიყვანთ. ჩვენ ამის შესაძლებლობას არ მოგცემთ, რადგან დღეს არის ბევრი შესაძლებლობა, მედია არის თავისუფალი, არსებობს სოციალური ქსელები, სადაც შეგვიძლია მოსახლეობას მივაწოდოთ სწორი და ზუსტი ინფორმაცია,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

დღეს, თბილისის საკრებულოში ამ საკითხზე სხდომა იმართება, რომელიც სავარაუდოდ ხმაურის ფონზე ჩაივლის, რადგან ოპოზიცია ამბობს, რომ მერიის მაღალჩინოსნებს ხელფასები უორმაგდებათ და ისინი აღნიშნული კანონპროექტის წინააღმდეგი არიან.

თბილისის მერი კახა კალაძე საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მისვლას არ აპირებს, თუმცა მერიის წარმომადგენელი სხდომას დაესწრება.

 

იტვირთბა....