NDI-ს კვლევა – მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი საქართველო გახდეს ნატო-ს წევრი?
გამოკითხულთა 64%-ისთვის მისაღებია, 26%-ისთვის მიუღებელი, 9-მა პროცენტმა კი არ იცის.
საზოგადოების განწყობა საქართველოში – 2017 წლის კვლევის შედეგები ჩატარდა NDI-ს დაკვეთით CRRC – საქართველოს მიერ. კვლევა ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid -ის ფინანსური ხელშეწყობით. საველე სამუშაოები 2017 წლის 29 ნოემბრიდან 19 დეკემბრამდე ჩატარდა.
სულ გამოიკითხა 2 298 ადამიანი. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.9%.