aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რა ხდება საბერძნეთში: პოლიციამ დემონსტრანტები ცრემლსადენი გაზით დაშალა

aviabiletebi
ავიაბილეთები

საბერძნეთში საპროტესტო აქციაზე დემონსტრანტები და პოლიციელები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. სამართალდამცველები იძულებულები გახდნენ მანიფესტანტები ცრემლსადენი გაზით დაეშალათ. ამის შესახებ იუწყება ბერძნული პრესა.

ადგილობრივების ინფორმაციით, საბერძნეთის ტრანსპორტისა და სამედიცინო დაწესებულების მუშაკების გაფიცვა უკვე რამდენიმე დღეა გრძელდება, რის გამოც შეფერხებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება. პარალიზებულია ათენის მეტროპოლიტენი.

პროტესტი პარლამენტის მიერ ინიცირებულმა ახალმა კანონსპროექტმა გამოიწვია, რომელიც მოქალაქეთა შემოსავლების რესტრუქტურიზაციას და გაფიცვების შეზღუდვას ითვალისწინებს.

იტვირთბა....