ახალი ამბები მთავარი სამართალი

მაჩალიკაშვილის მამა: სუს-ის საქმე ისეა “წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო”

პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ მალხაზ მაჩალიკაშვილმა სუსის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“დღეს მკვდარმა თემირლანმა ნახევარი საქართველო შეძრა, მთელი პანკისის ხეობა ფეხზე დააყენა. მე რომც გავტყდე, ხეობა არ გატყდება, ნახევარი საქართველო არ გატყდება, მე ამას არავის შევარჩენ!

უსაფრთხოების სამსახურის საქმე ასეა, როგორც ქართული ანდაზა ამბობს: წყალწაღებული ხავსს ეკიდებოდაო. ასეა მაგათი საქმე, რაღაცა უნდა გამოქექონ, დაანახონ, მოატყუონ ადამიანები თავიანთი ტყუილებით და ამ ბლეფით, ეს ჩემთან არ გავა, ეს ჩემს ძმებთან არ გავა. ნახევარი საქართველო გვერში მიდგას”, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

იტვირთბა....