ახალი ამბები მთავარი სამართალი

სუს-ში პანკისის ხეობიდან სამი ადგილობრივის დაკითხვა მიმდინარეობს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში პანკისის ხეობიდან სამი ადგილობრივის დაკითხვა მიმდინარეობს.

დაკითხვაზე იმყოფება დაკავებული რიზვან მარგოშვილის შვილი, შოაიფ მარგოშვილი, ასევე, ჯაბრაილ ქუშანაშვილი და იუსუფ ხანგოშვილი.

როგორც ცნობილია, სუს-ის მიერ გამოქვეყნებულ კადრებში ნაჩვენები პირი, რომელსაც სახე დაფარული აქვს, იუსუფ ხანგოშვილია და ის დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე იმყოფება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში  აცხადებენ, რომ ჩატაევის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება და სწორედ ამ მოქმედებების ფარგლებში ხდება მოწმეთა დაკითხვა.

იტვირთბა....