შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ოზურგეთის მერის კონსტანტინე შარაშენიძის მიერ განხორციელებული ტრანზაქციების საქმეზე მოკვლევა დაიწყო.
არსებული ინფორმაციით, კონსტანტინე შარაშენიძემ დანიშვნიდან ერთ თვეში 30 ათასი ლარი საკუთარი სიძის ორგანიზაციას ზეპირი შეთანხმების საფუძველზე ჩაურიცხა. შარაშენიძე განმარტავს, რომ გადარიცხვა ოლიმპიური კომიტეტის რეგიონული ორგანიზაციის მიმართ მისი წინამორბედის დროს დაგროვილ დავალიანებას უკავშირდება, რომელიც კიდევ რამდენიმე მომსახურებაზე დაგროვდა.
მხარეების თქმით, ოლიმპიური კომიტეტის რეგიონული ორგანიზაცია თანხას ოზურგეთის მერიიდან ასევე ზეპირი შეთანხმებით, უკვე შვიდი წელია იღებს. ამას უარყოფს ქალაქის ყოფილი მერი ბეგლარ სიორიძე. ტრანზაქციით ოზურგეთის საკრებულოც დაინტერესდა.
ცნობისთვის, კონსტანტინე შარაშენიძე ოზურგეთის დამოუკიდებელი მერობის კანდიდატი იყო, რომელმაც მეორე ტურში ქართული ოცნების კანდიდატს ბეგლარ სიორიძეს 84 ხმით მოუგო.