ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ფოთში 54 წლის ქალს ეძებენ

ფოთში 54 წლის ქალს ეძებენ. იგი სახლიდან ორი კვირის წინ გავიდა და მას შემდეგ არავის უნახავს. ნაზი მარშანია მარტოხელა იყო და ტაბიძის ქუჩაზე, დევნილთა დასახლებაში ცხოვრობდა. მას მეზობლები პატრონობდნენ.

მეზობლების ინფორმაციით, დაკარგულ ქალბატონს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა. ნაზი მარშანიას სამართალდამცველებთან ერთად ადგილობრივებიც ეძებენ.

იტვირთბა....