ახალი ამბები მთავარი სამართალი

სოფელ ბორითში 28 წლის მამაკაცს ეძებენ

ხარაგაულის რაიონის სოფელ ბორითში 28 წლის მამაკაცს ეძებენ. უკვე მექვსე დღეა ამირან ბარბაქაძე ახლობლებს არ უნახავს. მათი ინფორმაციით, მამაკაცი გაუჩინარებამდე ნასვამი იყო და არსებობს ვარაუდი, რომ შესაძლოა, მდინარე დუმალაში გადავარდა. მისი ოჯახის წევრები ამბობენ, რომ  ქურთუკი, რომელიც მას სახლიდან გასვლის დროს ეცვა, მდინარის პირას იპოვეს. მდინარეში სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

იტვირთბა....