თურქული ტელეარხი Haberturk-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ტრაბზონის აეროპორტში თურქული ავიაკომპანია Pegasus Airlines -ის სამგზავრო თვითმფრინავი ასაფრენ ბილიკს გასცდა და ავარია განიცადა.
თვითმფრინავში 164 ადამიანი იმყოფებოდა, რამდენიმე მათგანი მსუბუქად დაშავდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო დანარჩენი მგზავრების ევაკუირება მოხდა.