ახალი ამბები მთავარი სამართალი

აფგან მუხთარლის მოსამართლემ განაჩენი გამოუტანა

აზერბაიჯანულმა სასამართლომ ჟურნალისტ აფგან მუხთარლის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება ბელაქანის რაიონულმა სასამართლომ ცოტა ხნის წინ მიიღო. პროკურორი მუხთარლისთვის 8 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა.
სასმართლოზე განცხადება თავად მუხთარლიმაც გააკეთა. მის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას აბსურდული უწოდა და კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ის თბილისიდან სპეცსამსახურებმა გაიტაცეს და მას აზერბაიჯანში არალეგალურად გადასვლა აზრადაც არ მოსვლია.

შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თბილისიდან 29 მაისს გაუჩინარდა. ის სახლიდან გავიდა და არ დაბრუნებულა. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ ის ბაქოში გადაიყვანეს.  ჟურნალისტს აზერბაიჯანის პროკურატურამ ბრალი კონტრაბანდის, სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთისა და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის მუხლებით წარუდგინა.

აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს შსს-მ გამოძიება დაიწყო საქართველოს  143-ე მუხლით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი „მწვანე საზღვარზე“ დააკავეს და არა -გამშვებ პუნქტზე.

იტვირთბა....