ახალი ამბები მთავარი სამართალი

ბუტა რობაქიძის საქმის პროკურორი: მოწმემ მიუთითა, რომ ცრუ პატაკი დააწერინეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ამ წუთებში, დასრულდა ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე, შსს-ს ყოფილი მხრიდან, სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, საქმის განხილვა. მთავარი მოწმის, იმჟამინდელი პატრულ-ინსპექტორის, გიორგი ბაშალეიშვილის დაკითხვა მხოლოდ ბრალდების მხარემ მოასწრო, ორშაბათს 15:00 საათზე, მის დაკითხვას დაცვის მხარე განაგრძობს.   ​

საქმის პროკურორის, გიორგი ოსაძის განცხადებით, შემთხვევის ადგილზე მტკიცებულებათა ფალსიფიკაცია მოხდა.

„მოწმემ პირდაპირ დაადასტურა, რომ მისი მხრიდან, შემთხვევით, ერთი ტყვიის გასროლა მოხდა მაშინ, როდესაც თავდაპირველად, საქმის მასალები, შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია 4 მასრა. ამათგან ორი ტყვია გრიგოლ ბაშალეიშვილის ტაბელური იარაღიდან არის გასროლილი, რაც პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ შემთხვევის ადგილზე, მტკიცებულებათა ფალსიფიკაცია მოხდა. მოწმემ, ასევე, განაცხადა, რომ პოლიციის განყოფილებაში მას დააწერინეს ცრუ პატაკი, რომელშიც მითითებული იყო, რომ თითქოს ავტომანქანიდან გადმოსულმა პირებმა მის მიმართ გასროლა განახორციელეს. მოწმემ მიუთითა, რომ როცა პირების ადმინისტრაციული დაკავება მიმდინარეობდა, იარაღი არ ყოფილა და ცეცხლსასროლი იარაღი მხოლოდ და მხოლოდ, დაახლოებით, ერთი საათის შემდეგ ნახა. ის განყოფილებაში მისი მეთაურის, მაიზერ ლიპარტელიანის დავალებით მივიდა,  ადგილზე დახვდა კონკრეტული პიროვნება, რომლის სახელი და გვარიც არ იცის და მის დავალებით და კარნახით დაწერა პატაკში არსებული ცრუ ინფორმაცია“, – განაცხადა პროკურორმა.

წყარო: ghn.ge 

იტვირთბა....