საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ხელისუფლებას ყოფილ პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩთან გარიგებაში ადანაშაულებს. ის “ალ ჯაზირას” მიერ გასაჯაროვებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ყოფილ პრეზიდენტს 1.5 მილიარდი დოლარის გათეთრებაში პოროშენკოს პირადი ბანკირი, ვალერია გონტარევა ეხმარებოდა. მისი თქმით, იანუკოვიჩისა და მისი გუნდის კუთვნილი ფირმები ახლა პოროშენკოს გარემოცვის ხელშია.
„ვიდრე მე კურჩენკოსგან რაღაც ფულის აღებას მაბრალებდნენ, აღმოჩნდა, რომ 1.5 მილიარდი დოლარის გათეთრებას პოროშენკოს პირადი ბანკირი ახდენდა”. – სააკაშვილი ამბობს, რომ პოროშენკოს გარემოცვა მაქინაციებში მონაწილეობს.
სააკაშვიი თქმით, მაქსიმუმ ორ წელიწადში სასამართლოს გადაწყვეტილებით, ფული უკრაინის ბიუჯეტიდან კვლავ ამ ფირმებში დაბრუნდება.