28 წლის ირაკლი კეკელიას მკვლელობის ბრალდებით, სოფელ კეთილარში 2 პირი დააკავეს. კეკელიას ცხედარს მდინარეში ამ დრომდე ეძებენ. ის 31 დეკემბერს დაიკარგა და დღემდე მისი პოვნა ვერ ხერხდება. მდინარეში ძებნა პოლიციამ ოჯახის დაჟინებული თხოვნით დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია “რუსთავი 2” ავრცელებს.
როგორც დაკარგულის დედა ამბობს, შვილის მკვლელი მისი ბავშვობის მეგობარია, რომელთანაც მას ბოლო დროს უსიამოვნება ჰქონდა. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხილთ დაიწყო. ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი.