ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ვაშინგტონში ქუჩას, რომელიც რუსეთის საელჩოსთანაა ბორის ნემცოვის სახელი მიენიჭება

ვაშინგტონში ერთ-ერთ ქუჩას, რომლის პირდაპირ რუსეთის საელჩო მდებარეობს, მოკლული რუსი ოპოზიციონერის ბორის ნემცოვის სახელი მიენიჭება. ქალაქის საბჭომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქუჩისთვის სახელი გადაერქვათ და რუსი ოპოზიციონერის, 2015 წელს მოკლული ნემცოვის სახელი დაერქმიათ, – ამის შესახებ BBC იუწყება.

რუსი პოლიტიკოსები კი აღნიშნულ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.
რუსული სააგენტო “ინტერფაქსი” წერს, რომ “რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის” ლიდერის, ვლადიმირ ჟირინოვსკის თქმით, “ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება ბინძური აქტს ასრულებს რუსეთის საელჩოს წინააღმდეგ”.

ბორის ნემცოვი, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მწვავე კრიტიკოსი, 2015 წლის თებერვალში მოსკოვის ერთ-ერთ რესტორანში ჩაცხრილეს.

იტვირთბა....