თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ ის ამ ეტაპზე გამოძიებას ნდობას უცხადებს, თუმცა თუ ეს ნდობა არ გამართლდა, სხვა ხერხს მიმართავს იმისთვის, რომ მისი შვილის უდანაშაულობა დაამტკიცოს.
ის იმ სპეცრაზმელის დასჯას ითხოვს, რომელმაც მის შვილს ესროლა:
“ვიდრე სული მიდგას, ეშმაკად მოვევლინები მაგ ადამიანს, მიწიდან ამოვთხრი. იმას ნუ გააკეთებენ, რომ ოჯახიანად ამოვწყვიტო. მე ვთხოვ სახელმწიფოს, გაასამართლოს და მისი სახე დამანახოს. ოპერაციის დაგეგმიდან ბოლო წერტილამდე მოვითხოვ ყველა დამნაშავის დასჯას. ამას მოვითხოვ როგორც მე, ისე მთელი პანკისის ხეობა. გამოძიებას ამ დროისთვის ვუცხადებ ნდობას, თუ არ გაამართლა, ეს ნდობა მაშინ ალბათ სხვანაირად მოვიქცევი”,- განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის გუშინ საავადმყოფოში გარდაიცვალა. ის პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას სპეცრაზმელებმა თავში დაჭრეს. სუს-ის ინფორმაციით, სპეცოპერაციის მომენტში მაჩალიკაშვილის ხელყუმბარის მოქმედებაში მოყვანას ცდილობდა. ოჯახი და მისი ადვოკატი ამტკიცებს, რომ ახალგაზრდას ხელყუმბარა თან არ ჰქონია და სუს-ს ტყუილში ადანაშულებს.