ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რუსთავში 6 ადამიანი გაზით მოიწამლა

რუსთავში, 21-ე მიკრორაიონში, 6 ადამიანი გაზით მოიწამლა, მათგან ორი ბავშვია.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების 2 ეკიპაჟი. პაციენტები სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში გადაანაწილეს.

ორი მათგანი კლინიკა „რუსთავში“, ხოლო მცირეწლოვნები ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს,  ექიმის განცხადებით, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და პაციენტების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

იტვირთბა....