ახალი ამბები მთავარი სამართალი

სოფელ დუისში უხუცესთა საბჭო სპეციალურ განცხადებას გააკეთებს

სოფელ დუისში 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, უხუცესთა საბჭო სპეციალური განცხადების გასაკეთებლად ემზადება.

„პირველ რიგში, ახალგაზრდა უნდა დავკრძალოთ, მერე გამოჩნდება. ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით კითხვები გვაქვს. ხომ ხედავთ, ახალგაზრდა მოკლეს,“- განაცხადა უხუცესმა, ხასო ხანგოშვილმა.

პანკისის ხეობის უხუცესების ნაწილი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს.

„დღევანდელმა ხელისუფლებამ კაი საქმე არ ჩაიდინა. მისი აყვანა შეიძლებოდა თავისუფლად, შესულიყვნენ, გამოიყვანდნენ ბავშვს, მძინარე ბავშვს. შევიდნენ, კარი შეაღეს თუ არა მაშინვე ახალგაზრდა ბავშვი დაცხრილეს,“- განაცხადა უხუცესმა, სოსო ქავთარაშვილმა.

მათი აზრით, თემირლან მაჩალიკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანა დაგვიანდა, თორემ შესაძლებელი იყო, რომ გადარჩენილიყო.

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩაკლიკაშვილი დღეს დილით საავადმყოფოში გარდაიცვალა. მაჩალიკაშვილის დედა ვარაუდობს, რომ ის აპარატიდან გამორთეს.

იტვირთბა....