ახალი ამბები მთავარი სამართალი

მაჩალიკაშვილის გარდაცვალებაზე მისი ექიმი პირველ კომენტარს აკეთებს

პანკისში  სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მკურნალი ექიმი მისი გარდაცვალების შესახებ კომენტარს აკეთებს. ექიმი ზაზა ლურსმანაშვილი აცხადებს, რომ გუშინ შუადღისიდან მაჩალიკაშვილის  მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ექიმი ამბობს, რომ დილის 08:00 საათზე თემირლან მაჩალიკაშვილის გულის მუშაობის აღდგენა მეოთხედ ვეღარ მოხერხდა.

„პირველ რიგში, მინდა თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებს, ყველა მის ახლობელს მივუსამძიმრო და ჩვენი კლინიკის სახელით ღრმა მწუხარება გამოვხატო. რაც შეეხება გუშინ და დღეს დილით განვითარებულ მოვლენებს, გუშინ, შუადღის შემდეგ მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. მოგვიანებით, უკვე გამთენიისას, გულის გაჩერება დაფიქსირდა.

ეს მესამე ეპიზოდი იყო. სამჯერვე სარეანიმაციო ღონისძიებებით გულის მუშაობის აღდგენა მოხერხდა. თუმცა მეოთხედ, მიუხედავად ძალიან აქტიური მცდელობისა, გულის მუშაობის აღდგენა ვეღარ მოხერხდა და დილის 08:00 საათზე ბიოლოგიური სიკვდილი დაფიქსირდა“, – განაცხადა ლურსმანაშვილმა.

პანკისში სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირალ მაჩალიკაშვილი დღეს დილით გარდიაცვალა. საავადმყოფოში მისი ოჯაახის წევრები იმყოფებიან. გარდაცვლილი მაჩალიკაშვილის დედა აიზა მარგოშვილი აცხადებს, რომ ამ ამბავს ასე არ დატოვებენ და ვინც მისი შვილის სიკვდილში დამნაშავეა ყველას პასუხს აგებინებენ.

შეგახსენებთ, სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას ის თავის არეში დაიჭრა. გამოძიება მას თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებულ სპეცოპერაციაში მონაწილე პირებთან კავშირს ედავებოდა. პანკისში სპეცოპერაციისას დაკავებულია 4 პირი.

იტვირთბა....