პანკისში სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, მის ადვოკატს მარიამ კუბლაშვილს კითხვები აქვს. მისი თქმით, ამ კითხვებზე პასუხი ექსპერტიზამ უნდა გასცეს. ადვოკატი ამბობს, რომ ექსპერტიზის დასრულების შემდეგ, მაჩალიკაშვილს პანკისში დღესვე გადაასვენებენ.
„ძალიან ბევრი კითხვები გვაქვს. სროლის ტრაექტორია, ასეთი გარდაცვალების მიზეზი, მაშინ როდესაც ჩვენ უკვე მოლაპარაკება გვქონდა და გადაწყვეტილი იყო მისი გადაყვანა, ასე სწრაფად რატომ დადგა სიკვდილი. მრავალი სხვა კითხვები, რომელიც ჩვენ დავუსვით ექსპერტიზას,“ – აცხადებს ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი.
პანკისში სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირალ მაჩალიკაშვილი დღეს დილით გარდიაცვალა. საავადმყოფოში მისი ოჯაახის წევრები იმყოფებიან. გარდაცვლილი მაჩალიკაშვილის დედა აიზა მარგოშვილი აცხადებს, რომ ამ ამბავს ასე არ დატოვებენ და ვინც მისი შვილის სიკვდილში დამნაშავეა ყველას პასუხს აგებინებენ.
შეგახსენებთ, სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას ის თავის არეში დაიჭრა. გამოძიება მას თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებულ სპეცოპერაციაში მონაწილე პირებთან კავშირს ედავებოდა. პანკისში სპეცოპერაციისას დაკავებულია 4 პირი.