ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ნიკა გვარამია გოგიჩაიშვილის “რუსთავი 2”-დან შესაძლო წასვლაზე პირველ კომენტარს აკეთებს

გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შესაძლოა ჟურნალისტი აკაკი გოგიჩაიშვილი ტელეკომპანია “იბერიაზე” გადავიდეს, “რუსთავი 2”-ის გენერალური  დირექტორი  ნიკა გვარამია  არ ადასტურებს.  გვარამიას განცხადებით, მისთვის უცნობია, გადავიდა თუ არა ტელეწამყვანი აკაკი გოგიჩაიშვილი ტელეკომპანია “იბერიაზე”.

როგორც გვარამიამ აღნიშნა, სამწუხარო იქნება, თუ ეს ინფორმაცია სიმართლე აღმოჩნდება და კიდევ უფრო სამწუხარო ის იქნება, რომ ამასთან დაკავშირებით, ის საქმის კურსში არ არის.

“ვერ დავადასტურებ ამ ინფორმაციას. ჩემთვის ეს უცხოა. გოგიჩაიშვილი ამ წუთამდე არის რუსთავი 2-ის თანაშორმელი. ამჟამა დიმყოფება შვებულებაში და რამდენადაც ვიცი, ის პარასკევს უნდა იყოს “პოსკრიპტუმის” თათბრიზე. სამწუხაროა, თუ ეს ინფორმაცი ადადასტურდა და კდიევ უფრო სამწუხაროა, რომ მე არ ვარ საქმის კურსში”, – განაცხადა გვარამიამ.

“პრაიმტაიმის” ინფორმაციით, ტელეწამყვანი აკაკი გოგიჩაიშვილი ტელეკომპანია “იბერიაზე” გადადის. რამდენიმე დღეში კი ამ არხზე ერთ-ერთი ცნობილი ტელეწამყვანიც გამოჩნდება, რომლის ვინაობასაც ჯერჯერობით, არ ახმაურებენ.

აღნიშნულ ინფორმაციას  გოგიჩაიშვილიც უარყოფს: “არსად არ გადავდივარ”, – აცხადებს ის.

ტელეკომპანია “იბერიაში” აღნიშნულ ინფორმაციას არც უარყოფენ და არც ადასტურებენ.

“თვითონ აკაკის ჰკითხეთ. არ შემიძლია ამ ინფორმაციის არც უარყოფა და არც დადასტურება”, – განაცხადა ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ვახო ხუზმიაშვილმა.

მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ზე გოგიჩაიშვილის გადაცემა “კვირის გამოძიება” ნოემბერში დაიხურა, გოგიჩაიშვილი მუშაობას ყოველკვირეულ გადაცემაში “კურიერში”  აგრძელებს.

გადაცემა “კვირის გამოძიება” 10 სექტემბრიდან გადიოდა. მანამდე აკაკი გოგიჩაიშვილს “ბიზნესკურიერი” მიჰყავდა, რომელიც იმ მიზეზით დაიხურა, რომ საგამოძიებო გადაცემა უნდა დაეწყო.

წყარო: “პრაიმტიმი”

იტვირთბა....