ახალი ამბები კრიმინალი მთავარი საზოგადოება

ჭრილობები ცივი იარაღით: არასამთავრობოს ხელმძღვანელს ზვიად კუპრავას და მის მეუღლეს თავს დაესხნენ

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელს ზვიად კუპრავას თავს მაშინ დაესხნენ, როცა ის მეუღლესთან და შვილთან ერთად საკუთარ სადარბაზოში შედიოდა.
კუპრავასთან ერთად დაშავებულია მისი მეუღლეც. მისი თქმით, ყველაფერი  უცებ მოხდა. მის მეუღლეს ცივი იარაღით ჭრილობები აქვს მიყენებული, მას კი ხელი აქვს მოტეხილი. დაშავებულები სასწრაფო დახმარებით კლინიკაში გადაიყვანეს.
ამ ეტაპზე თავდამსხმელის ვინაობა უცნობია, თუმცა თავად კუპრავა აცხადებს, რომ მომხდარი მის საქმიანობას, კერძოდ ხელისუფლების კრიტიკას უკავშირდება.
” მე და ჩემი არასამთავრობო ორგანიზაცია ბოლო პერიოდის განმავლობაში საკმაოდ აქტიურები ვართ. ახლა რაზეც ვმუშაობთ, ეს არის დაცვის პოლიციაში არსებული 28 მილიონი ლარის გარღვევა “, – განაცხადა ზვიად კუპრავამ.

იტვირთბა....