ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

4-ბალიანი შტორმი შავი ზღვის სანაპიროზე

შავი ზღვის სანაპიროზე 4-ბალიანი შტორმი ფიქსირდება. მეტეოროლოგის კობა ფარტენაძის ინფორმაციით, ზღვაში საშტორმო მდგომარეობა დღის ბოლომდე შენარჩუნდება. აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტო “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.
“დღის მანძილზე ტალღის სიმაღლე აღარ მოიმატებს. ქარის სიჩქარე დაიკლებს. დღის ბოლოს გამოიდარებს და ხვალ უნალექო ამინდია მოსალოდნელი”, – აცხადებს კობა ფარტენაძე.

იტვირთბა....