ახალი ამბები მთავარი სამართალი

სნოს მოსახლეობა მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის მშენებლობას აპროტესტებს

მოსახლეობის პროტესტის მიუხედავად სოფელ სნოში მთის ფერდობზე, ქსანი-სტეფანწმინდის მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის მშენებლობა მიმდინარეობს. ტერიტორია წლებია, ხართიშვილების ოჯახის საკუთრებაა, თუმცა ადგილობრივები აცხადებენ, რომ მიწის ნაკვეთი მშენებლობის ნებართვის მარტივად მისაღებად უცნობ პირებზე გაფორმდა.

გადამცემი ხაზი სნოში, სავარაუდოდ, პატრიარქის რეზიდენციასთანაც გაივლის.

ადგილობრივებმა სოფლის ცენტრში საპროტესტო აქცია გამართეს და მშენებლობის შეჩერება მოითხოვეს. მათი თქმით, სადენი მათი საცხოვრებელი სახლებიდან რამდენიმე მეტრში გადის, რის გამოც ტერიტორია მათთვის გამოუსადეგარი ხდება. მოსახლეობა არ გამორიცხავს, რომ გადამცემი ხაზის მშენებლობას შესაძლოა, სოფელში მეწყრული პროცესების განვითარება მოჰყვეს.

ადგილობრივები გადამცემი ხაზის ალტერნატიულ ტერიტორიაზე გატარებას ითხოვენ, მათ მშენებელ კომპანიას შესაბამისი ადგილიც შესთავაზეს.

მშენებელ კომპანიაში მოსახლეობის ბრალდებებს უარყოფენ.

 

იტვირთბა....