”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ზაზა ბიბილაშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენს ეხმაურება.
„მსგავსი რამ ბუნებაში არ არსებობს. არ არსებობს კონსტიტუციაში ჩანაწერი, რომელიც დაუშვებდა შეწყალების კონტროლს ვინმეს მიერ, სასამართლოს ან აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ. მსგავსი პრეცედენტი არ არსებობს ცივილიზებული კი არა, არა ცივილიზებული ქვეყნების ისტორიაშიც კი. შესაბამისად, „ქართული ოცნება“ ქმნის ახალ ოლიგარქიულ სამართალს და საზოგადოებას შეურაცხყოფას აყენებს ამ უტიფარი ტყუილით. ეს საქმე, ადრე თუ გვიან, აუცილებლად წავა სტრასბურგში და მე ვიტყოდი, რომ მოგება მიხეილ სააკაშვილს აქვს გარანტირებული ვინაიდან, როგორც ფორმალური, ასევე პროცესუალური თვალსაზრისით, ამ საქმეში სამართლებრივი შემადგენელი არ არსებობს,“ – განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.