ახალი ამბები მთავარი სამართალი

მაჩალიკაშვილის და: თურქეთის კლინიკას რეანიმაციული თვითმრინავი მზად აქვს, მაგრამ ქართულ მხარეს არ აწყობს

„თურქეთის კლინიკას აქვს რეანიმაციული თვითმფრინავი მზად, რომ ჩამოვიდეს და თემირლანი წაიყვანოს, მაგრამ ამათ არ აწყობთ,“ – ამის შესახებ პანკისის სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის დამ, ნატა მაჩალიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ქართილი მხარე ოჯახს ეუბნება, რომ  თემირლანი  ფრენას ვერ გადაიტანს.

„მოვითხოვთ, რომ თურქეთიდან ჩამოიყვანოს ის რეანიმაციული თვითმფრინავი და მაგით წაიყვანონ ჩემი ძმა. გვინდა, რომ დააფინანსონ ტრანსპორტირებაც, როგორც მკურნალობას აფინანსებენ, ახლა თქვეს, რომ მკურნალობას დავაფინანსებთო,“ – განაცხადა ნატა მაჩალიკაშვილმა.

წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკის დირექტორი, ზურაბ უტიაშვილი აცხადებს, რომ თურქეთში გადაყვანის პროცედურა გარკვეულ დროს მოითხოვს.

ექიმების თქმით, თემირლან მაჩალიკაშვილის მდგომარეობა ამ დრომდე უცვლელია. მათივე თქმით, ამ დროისთვის მიღებულია თანხმობა ორი თურქული კლინიკის მხრიდან.

შეგახსენებთ, თემირლან მაჩალიკაშვილი, პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაიჭრა. გამოძიება მას გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მომხდარი ტერორისტული აქტის მონაწილეებთან კავშირს ედავება და მას ახმეტ ჩატაევთან კავშირში ადანაშაულებენ.

იტვირთბა....