ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში მიცვალებულები აერიათ. ფაქტის შესახებ ერთ-ერთი ოჯახისთვის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღის შემდეგ გახდა ცნობილი. ინფორმაცია ამის შესახებ Imedinews-მა გაავრცელა.
შემთხვევა ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მოხდა. მეორე გარდაცვლილის ოჯახი მედიასთან კომენტარს არ აკეთებს.
,,ხუთი დღე სხვის მიცვალებულს ტიროდა ოჯახი. გამოყვანის დროს შვილს კი შეეპარა ეჭვი, მაგრამ იფიქრა, რომ ავადმყოფობის მერე შეეცვალა სახე მიცვალებულს. რას წარმოიდგენდა თუ ეს მოხდებოდა. სახელი და გვარიც მიწერილი ჰქონდა. ეს იყო საავადმყოფოს შეცდომა”- ამბობს “იმედთან” ოჯახის ახლობელი.