ახალი ამბები მთავარი სამართალი

მაჩალიკაშვილის დედა: „იმ ბიჭებს ვიცნობდი, ჩემთვისაც გაეხვრიტათ შუბლი”

„იმ ბიჭებს მეც ვიცნობდი, მაშინ ჩემთვისაც გაეხვრიტათ შუბლი. მე მთავრობისგან ვითხოვ, თუ ასეთი დამნაშავეები არიან მთელი ორი წლის განმავლობაში თავისუფლად, რატომ დაიარებიან თბილისშიც და ხეობაშიც,“ – ამის შესახებ პანკისის სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის დედა მედიკო მარგოშვილი აცხადებს. როგორც ის ამბობს, იცნობდა ტერორიზმში ბრალდებულებს.

დაჭრილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი კი ამბობს, რომ პირები, რომლებსაც დღეს ტერორიზმთან კავშირი ედებათ ბრალად, ქვეყანაში თავად უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა შემოიყვანეს.

„საქართველო მექსიკის სტატუსით ხომ არ არის ყველა ცირკულარით ძებნილი, რომ საქართველოში აღმოჩნდა. ესენი არ ჩამოსულან, ესენი ჩამოიყვანეს. ჩვენ იქით უნდა ჩაგვეტარებინა უსაფრთხოების ჩინოვნიკებზე სპეცოპერაცია იმიტომ, რომ საიდან მოხვდნენ. რატომ აგდებენ საქართველოს საფრთხეში, ხომ შემოიყვანეს,“ – განაცხადა თემირლან მაჩალიკაშილის მამამ.

ექიმების თქმით, თემირლან მაჩალიკაშვილის მდგომარეობა ამ დრომდე უცვლელია. მათივე თქმით, ამ დროისთვის მიღებულია თანხმობა ორი თურქული კლინიკის მხრიდან.

შეგახსენებთ, თემირლან მაჩალიკაშვილი, პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაიჭრა. გამოძიება მას გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მომხდარი ტერორისტული აქტის მონაწილეებთან კავშირს ედავება და მას ახმეტ ჩატაევთან კავშირში ადანაშაულებენ.

იტვირთბა....