aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

სახალხო დამცველმა ოთარ აბესაძის საქმის შესწავლა დაიწყო

aviabiletebi
ავიაბილეთები

ომბუცმენის ვებგვერძე გავრცელებული იმფორმაციის მიხედვით, სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ, ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული ოთარ აბესაძის საქმის შესწავლა დაიწყო.

“მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით სახალხო დამცველი აცნობებს საზოგადოებას, რომ ბრალდებულ ოთარ აბესაძის საქმის შესწავლა სახალხო დამცველმა, კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საკუთარი ინიციატივით დაიწყო. აღნიშნული საქმის შესწავლის ფარგლებში სახალხო დამცველის რწმუნებულებმა ჩაფიძის სახელობის გულის ცენტრში მოინახულეს ბრალდებული.

სახალხო დამცველის აპარატი ახორციელებს და მომავალშიც გააგრძელებს ბრალდებულ ოთარ აბესაძის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის განხილვის მონიტორინგს.

სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ბრალდებულის მიმართ გამოყენებული პატიმრობა უნდა იყოს პროპორციული. პატიმრობის შესახებ გადაწყვეტილება უნდა ემყარებოდეს ეფექტიანი გამოძიების ინტერესებს და ამასთან, ითვალისწინებდეს ბრალდებულთან დაკავშირებულ ინდივიდუალურ გარემოებებს, მათ შორის, ჯანმრთელობის მდგომარეობას”-ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ მერიის ყოფილი მაღალჩინოსანი, ოთარ აბესაძე 2017 წლის 12 ივლისს, ქრთამის აღების ფაქტზე  სუს-მა დააკავა. ხოლო ბრალი 13 ივლისს წაუყენა. 14 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ აბესაძეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

 

იტვირთბა....