საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (8 იანვარი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0072 პუნქტით გამყარდა.
1 აშშ დოლარის ფასი 2.5895 გახდა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ძველი კურსის (5 იანვარი) მიხედვით, 1 აშშ დოლარი 2.5967 ლარი ღირდა.
0.0193 პუნქტით გამყარდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში და მისი ღირებულება 3.1092 ლარი გახდა. ძველი კურსით, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1285 ლარი იყო.