საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მარიკა ლორთქიფანიძის სახით ქვეყანამ დაკარგა დიდი მეცნიერი და საქართველოს ნამდვილი გულშემატკივარი.
„დიდ მწუხარებას გამოვთქვამ სახელოვანი მეცნიერის მარიკა ლორთქიფანიძის გარდაცვალების გამო. ქალბატონმა მარიკამ მთელი ცხოვრება საქართველოს ისტორიის კვლევას და ისტორიკოსთა არაერთი თაობის აღზრდას მიუძღვნა. მისი სახით ქვეყანამ დაკარგა დიდი მეცნიერი და საქართველოს ნამდვილი გულშემატკივარი.
სამძიმარს ვუცხადებ მარიკა ლორთქიფანიძის ოჯახს, ახლობლებს, ქართულ სამეცნიერო საზოგადოებას და მთელს საქართველოს“,- აღნიშნულია სამძიმრის წერილში.
აკადემიკოსი მარიკა ლორთქიფანიძე 95 წლის ასაკში დღეს გარდაიცვალა.