ახალი ამბები მთავარი სამართალი

თურქეთის პოლიციამ კონტრაბანდაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე დააკავა

თურქეთის პოლიციამ კონტრაბანდაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე დააკავა.  ინფორმაციას თურქულ მედიაზე დაყრდნობით 1tv.ge ავრცელებს.

როგორ ტელეკომპანია იუწყება, თურქული მედიის ცნობით, სამართალდამცავებმა დამნაშავე სამსუნში აიყვანეს. პოლიციამ სტამბოლში მიმავალი საქალაქთაშორისო ავტობუსი გააჩერა და ბარგში კონტრაბანდული სიგარეტი, სასმელი და ირანული ხალიჩები აღმოაჩინა.

ამოღებულია 200 შეკვრა სიგარეტი, 23 ბოთლი ალკოჰოლური სასმელი და 14 კვადრატული მეტრი ირანული ხალიჩა. დაკავებული პირი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

იტვირთბა....