სინოპტიკოსები დღეს უმეტესად უნალექო ამინდის პროგნოზირებენ. როგორც “მეტრონომს” გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, დასავლეთ საქართველოში დაბლობსა და ბარში ტემპერატურა +18 გრადუსამდე დათბება, ხოლო აღმოსავლეთში +13 გრადუსამდე.
რაც შეეხება მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზს, ნიორაძე ამბობს, რომ ხვალ მცირე ნალექცია მოსალოდნელი, რაც კვირის ბოლოსაც განმეორდება:
“ხვალ, 9 იანვარს დღისით, დასავლეთ საქართველოში ყველგან, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან იწვიმებს, მთაში მოთოვს. ტემპერატურა იქნება +7, +12 გრადუსის ფარგლებში.
რაც შეეხება 10 იანვარს, უკეთესი ამინდია მოსალოდნელი, ზოგან ნალექი, ზოგან წვიმა, მთაში თოვლი. ხოლო ტემპერატურა +6, +11 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოში ძლიერი ქარი იქროლებს დასავლეთის მიმართულებით.
11 იანვარს, დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა მოიმატებს, +16 გრადუსამდე იქნება. ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე, აღმოსავლეთის მიმართულებით ძლიერი ქარი იქროლებს. აღმოსავლეთ საქართველოში უმეტესაც ღრუბლიან, ნისლიან ამინდს ველოდებით, ზოგან მცირე ნალექია მოსალოდნელი. ტემპერატუა +3+8 გრადუსის ფარგლებში, თბილისში +12 გრადუსამდე იქნება. შესაძლებელია მცირე ნალექი იყოს თოვლ-ჭყაპის სახით.
რაც შეეხება 13-14-ს ისევ ნალექიან ამინდს ვფიქრობთ დასავლეთსა და აღმოსავლეთშიც”- აღნიშნა “მეტრონომთან” სვეტლანა ნიორაძემ.