ახალი ამბები მთავარი სამართალი

ავტომაგისტრალზე სამგზავრო ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა

აზერბაიჯანიდან თურქეთისკენ მიმავალ სამგზავრო ავტობუსს რუსთავი-წითელი ხიდის ავტომაგისტრალზე ცეცხლი გაუჩნდა.

პირველი არხის ინფორმაციით, ავტობუსში 50 ადამიანი იმყოფებოდა. მგზავრებმა ავტობუსის დატოვება დროულად მოახერხეს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორც თვითმხილველები ყვებიან, ავტობუსის მძღოლმა გათბობა ჩართო, რის შემდეგადაც ავტობუსში დაკვამლიანება მოხდა.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური.

ავტობუსის მგზავრებს შორის, ძირითადად, რუსეთის მოქალაქეები არიან.

იტვირთბა....