გაზეთი Al-Quds Al-Arabi წყაროზე დაყრდნობით, ირანის ყოფილი პრეზიდენტის მაჰმუდ აჰმადინეჯადის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
წინასწარი ცნობით, მისი დაკავების მიზეზად, ირანში ანტისამთავრობო აქციების მხარდაჭერა სახელდება.
გაზეთის ინფორმაციით, ირანის ყოფილი პრეზიდენტი აიათოლა ალი ხამენეის სანქციით იყო დაკავებული. ამის მიზეზად კი სახელდება მაჰმუდ აჰმადინეჯადის განცხადებები ანტისამთავრობო აქციებზე.
როგორც გაზეთი Al-Quds Al-Arabi იუწყება, ყოფილმა პრეზიდენტმა ქალაქ ბუშერში აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ „ზოგიერთი მოქმედი პოლიტიკოსი ხალხის პრობლემებისგან შორს იმყოფება და არაფერი იცის საზოგადოებაში არსებულ სიტუაციაზე“.
მან ასევე აღნიშნა, რომ „ხალხი უკმაყოფილოა მოქმედი მთავრობით, რომელმაც რესურსებისა და ხელისუფლების მონოპოლიზება მოახდინა“.
აღსანიშნავია, რომ თეირანში ოფიციალური კომენტარი ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით არ გაუკეთებიათ.