ახალი ამბები მთავარი სამართალი

გერმანულმა კლინიკამ მაჩალიკაშვილის მიღებაზე უარი განაცხადა

გერმანულმა კლინიკამ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მიღებაზე უარი თქვა. ამის შესახებ წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის საავადმყოფოში აცხადებენ, სადაც ამჟამად მაჩალიკაშვილი მკურნალობს.

ექიმის თქმით, გერმანულ კლინიკას დაჭრილი მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტები გადაუგზავნეს, რის შემდეგაც მათ მიღებაზე უარი განაცხადეს.

თემირლან მაჩალიკაშვილის საზღვარგარეთ გასამგზავრებლად და მკურნალობის გასაგრძელებლად მოლაპარაკებები როგორც თურქეთის, ასევე, ევროპის რამდენიმე საავადმყოფოსთან მიმდინარეობს.

დაჭრილი ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, თუმცა ექიმები ამბობენ, რომ გაუარესების დინამიკა ამ ეტაპისთვის არ შეინიშნება.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში სპეცოპერაცია ჩატარდა. სუს-მა ტერორიზმის დაფინანსების, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერის და რესურსებით უზრუნველყოფის ბრალდებით 5 პირი დააკავა, მათ შორის დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილია.

იტვირთბა....