ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

მამა, დედა და 16 წლის შვილი: გერმანიაში ძარცვის ბრალდებით ქართველების ოჯახი დააკავეს

გერმანიაში აფთიაქების ძარცვაში ბრალდებული ქართველების ოჯახი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას 1tv.ge გერმანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, მამა, დედა და შვილი ქალაქ ბრეკვედეში აიყვანეს. როგორც პოლიციაში ამბობენ, აფთიაქში მამა და შვილი შედიოდნენ. 16 წლის გოგონა დახლებიდან ნივთებს იპარავდა, ხოლო 34 წლის მამა ცდილობდა, ქალიშვილის საქციელი სათვალთვალო კამერას არ დაეფიქსირებინათ.

მამა-შვილს გარეთ, მანქანაში დედა ელოდებოდათ. პოლიციამ დამნაშავეების დაკავება ჩასაფრების შედეგად შეძლო.

გერმანული მედიის ცნობით, სამივე დაკავებული წარმოშობით საქართველოდანაა.

იტვირთბა....